loading...

ხულა

logo

KHULA

cheese

სულგუნი



სულგუნი — ქართული ყველის სახეობა. მზადდება ძროხის ან კამეჩის ახალმოწველილი რძისგან. ტრადიციულად სამეგრელოსა და სვანეთის რეგიონებში აწარმოებდნენ. სულგუნის დამზადებისას ახლად ამოყვანილ „ჩვილ“ ყველს ჩაჭრიან რძეში ან თბილ წყალში და ზელენ ხელით ვიდრე არ ამოიწელება. შემდეგ ამ მასას მოაყრიან მარილს, მრგვალ თავებად შეახვევენ, ერთხანს ცივ წყალში ამყოფებენ და მერე შესანახად ჩაყრიან წათხში. შენახვის ხანგრძლივობით გამოირჩევა შებოლილი სულგუნი, რომელიც მკვრივია და სპეციფიკური სასიამოვნო სუნი და გემო აქვს.

ყველი იმერული



იმერული ყველი — ქართული ყველის სახეობა, რომლის დამზადება ძირითადად იმერეთის მხარეში არის პოპულარული. იმერული ყველი მოუხარშავ ყველთა ჯგუფს განეკუთვნება და ძროხის რძისგან მზადდება. რადგან იგი ხელით ამოჰყავთ ხელურ, ხელეურ (აჭარ.) ყველს უწოდებენ.

cheese
cheese

ყველი ქარხნული



ქარხნული ყველი (ძროხის) 250 -350 გრ. "ცივის ყველი" ქარხნული ძროხის ყველი. შემადგენლობა ძროხის პასტერიზებული რძე, რძის შემადედებელი ფერმენტი. კვებითი ღირებულება 100 გრ პროდუქტში : სუფრის მარილის მასური წილი 4 %, ტენის მასური წილი 12 %, ცხიმის მასური წილი 40%-45 %, ცილის მასური წილი 22,2 %. ენერგეტიკული ღირებულება კკალ/100 გრამ პროდუქტში 275. შენახვის პირობები +5+10 C შენახვის ვადა 1 თვე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფოტოზე გამოხატული პროდუქტი ვიზუალურად შეიძლება განსხვავდებოდეს რეალურად მიღებული პროდუქტისგან.

×











Khula • ხულა

ALL RIGHTS RESERVED


2021-2022